ზურაბ კაპანაძე


Free Web Hosting with Website Builder

ზურაბ რაჟდენის ძე კაპანაძე (დ. 15 ნოემბერი, 1924, თბილისი — გ. 20 ოქტომბერი, 1989, იქვე) ქართველი მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).

ბიოგრაფია

1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ძირითადად მუშაობს წიგნის გაფორმების დარგში. კაპანაძის მიერ შექმნილი გრაფიკული სახეები გამოირჩევა მონუმენტურობით. მთავარი ნამუშევრებია ილუსტრაციები წიგნებისათვის: „ქართული ხელნაწერები“ (1970, ი. ფეოდოროვის სახელობის დიპლომი ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საკავშირო კონკურსზე), მინიატიურული ვეფხისტყაოსანი (1967, ოქროს მედალი სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენაზე), მუსიკალური სახელმძღვანელოები I და II კლასებისათვის (1964, ბრინჯაოს მედალი, იქვე), ი. აბაშიძის „ რას გადაურჩა თბილისი“ (1963, II ხარისხის დიპლომი, რუსული წიგნის 400 წლისადმი მიძღვნილ კონკურსზე), ვეფხისტყაოსანი (1966, II ხარისხის დიპლომი, 1960-1967 წწ. საუკეთესო გამოცემების საკავშირო კონკურსზე).

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ.375-376, თბ., 1980






Why are we here?
All text is available under the terms of the GNU Free Documentation License
This page is cache of Wikipedia. History